მხატვარ გიორგი რუხაძის ერთი დღე – აუდიოდღიური

< Giorgi audiodgiuri by tinatino >

გიორგი რუხაძე პორტრეტი

გიორგი რუხაძე

“გიორგი რუხაძე ალბათ ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული ინტელექტით დაჯილდოებული მხატვარია ახალი გენერაციის მისტერიებში. მას გააჩნია მახვილი თვალი , ალეგორიულ-მეტაფორული აზროვნების საიმძაფრე და შესანიშნავი ტექნიკურ-პროფესიული ჩვევები. მის მიერ შექმნილი სამყარო , მხატვრული არტისტული ნიშნების, თითქმის ალეგორიული მინიშნებების, გიორგის სახით წარმოგვიდგენს ძალზედ კარგ ხელოვანს , მისი გზაც არ იქნება ერთფეროვანი და მის გონებასა და ემოციაში მხოლოდ იდეა და მხატვრული სახე დაიბადება. გიორგი რუხაძე ძალიან კეთილშობილი და გულახდილი ადამიანია და სადაც ის იქნება, დარწმუნებული ვარ,  ყველგან შეიტანს თავის პიროვნულ სითბოს და თვისებებს”- ასე ახასიათებს თ ს ს ა – რექტორი პროფესორი გ.ბუღაძე, ამავე სასწავლებლის სახვითი ფაკულტეტის ფერწერის მიმართულების მე-2 კურსის მაგისტრს გიორგი რუხაძეს.  შეიძლება ითქვას, მისი მხატვრობა აკადემინადნ დაიწყო, სადაც 2005 წელს ჩაირიცხა .

დაიბადა ქალაქ თერჯოლაში 1985 წლის 24 ოქტომბერს, იმის გამო რომ მამა სამხედრო პირი იყო და ხშირად აგზავნიდნენ სამუშაოდ სხვადსხვა ქალაქში ქვეყნის მასშტაბით და ამპერიოდში ეს გადადგილებები იმერეთის რეგიონში ხდებობა, ეს იყო მიზეზი მისი ორი ძმის სხვადასხვა ქალაქში დაბადების, შეიძლება ამანაც განაპირობა მხატვრის განსაკუ-თრებული სიყვარული და დამოკიდებულება იმერეთის მიმართ. 1991 წლიდან გადავინენ ქუთაისში , ოფიციალურად ახლაც ქუთაისის ბინის მცხოვრებლად ითვლება, არაოფიციალურად სამხატვრო აკადემიის. აკადემიამდე იყო ხელოვნების ლიცეუმი, პირველი გამოცდილება მხატვრობაში და სიყვარულში: „ჩემი პირველი სიყვარული, თეთრი ხიდია, ლიცეუმში სწავლის პერიოდში შემიყვარდა და ისევ ვაგრძელებთ ურთიერთობას, უერთმანეთოდ დიდხანს ვერ ვძლებთ”. More

მხატვრები

Top Clicks

  • None
Follow

Get every new post delivered to your Inbox.